ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მიმართულებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
2. მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
3. ინგლისური ენა (დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხური);
4. საზოგადოებრივი მეცნიერებები -ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
5.საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ბუნებისმეტყველება(დაწყებითი საფეხური);
ბიოლოგია(საბაზო და საშუალო საფეხური);
6. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო);
7.სპორტი(დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხური).
რეგისტრაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი,
ბ) პედაგოგიური საქმიანობისა და სტაჟის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან (მოქმედი პედაგოგის შემთხვევაში);
გ) საგამოცდო ბარათი;
დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებელი გამოცდის ქულა;
ე) ორი ფოტოსურათი ¾ ;
ვ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.
ჩატარდება შიდა გამოცდა (პედაგოგიური ესე).
???? ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით გამოვაქვეყნებთ მოგვიანებით.
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65
ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90