Notice: Trying to access array offset on value of type bool in /home/tbeli/public_html/_website/content.php on line 7
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - სწავლება- სახანძრო უსაფრთხოება

სწავლება- სახანძრო უსაფრთხოება

  • სწავლება- სახანძრო უსაფრთხოება

    • 10 მაისი, 2025
                 2025 წლის 10 მაისს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველმა სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ შოთა დეკანაძისა და  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელის ლევან ბერაძის მიერ  სასწავლო/საჩვენებელი შეხვედრა ჩატარდა უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
    შეხვედრაზე ისაუბრეს უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების აუცილებელობაზე, რისკების მართვასა და შესაბამისი უწყების ადგილზე მოსვლამდე საჭირო ღონისძიებების გატარებაზე.
    პირველადი დახმარების საჩვენებელი სწავლება ადგილზე ჩატარდა სტუდენტებისა და ლექტორების მონაწილეობით.
    აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასწავლო შეხვედრები სისტემატიურად ტარდება უნივერსიტეტში დანერგილი სიახლეების გაცნობის მიზნით.