Notice: Trying to access array offset on value of type bool in /home/tbeli/public_html/_website/content.php on line 7
წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი - საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზები

საერთაშორისო საბიბლიოთეკო ბაზები

2019 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს  თავისუფალი წვდომა აქვს  Elsevier-ის ScienceDirect-ის და Scopus-ის ბაზებზე. ScienceDirect-ზე განთავსებულია მსოფლიოს რეცენზირებადი სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო შინაარსის ნაშრომების თითქმის ერთი მეოთხედი სრული ტექსტის სახით. Scopus წარმოადგენს ციტირებადი ლიტერატურის აბსტრაქტირებისა და ინდექსირების ბაზას, რომელიც კვლევის ანალიზის საშუალებას იძლევა ყველა დარგში. ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელებიდან. ბაზაში შესასვლელად ინტერნეტ ბრაუზერის მისამართის ველში აკრიფეთ შემდეგი მისამართები შესაბამისად: www.sciencedirect.com ან www.scopus.com

Cambridge Journals

Online   (https://www.cambridge.org/core) - ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, მათ შორის: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ასტრონომია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, დრამა და თეატრი, დედამიწისა და გარემოს დაცვა, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, ინგლისური ენის სწავლება, ფილმები, მედია, მასობრივი კომუნიკაცია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, კანონები, ლიტერატურა, მართვა, მათემატიკა, მედიცინა, მუსიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციოლოგია, სტატისტიკა და ალბათობის თეორია. ბაზა იძლევა თავისუფალ წვდომას გასული წლების  ციფრულ არქივზე 1997 წლიდან, მასში გაერთიანებულია 161 ჟურნალი სოციალურ მეცნიერებათა (SSCI) (SCI) და 46 ჟურნალი ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში Thomson Reuters-ის ციტირების ინდექსით. 384 სახელწოდების წამყვანი ჟურნალი სხვადასხვა დისციპლინაში. 2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი  სამართლის, ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, და სხვა სფეროებიდან.

BioOne Complete (http://www.bioone.org/) -   აერთიანებს 125.000 სრულტექსტიანი სტატიას ბიოლოგიის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და  სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. მოიცავს 184 მაღალი იმპაქტფაქტორიანი სამეცნიერო კვლევით ჟურნალს.

e-Duke Journals Scholarly Collection (https://www.dukeupress.edu/) აერთიანებს მარალი ციტირების ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალებს, შემდეგი მიმართულებით:   ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლებია, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედია კვლევები, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, აფრიკული კვლევები, აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books(https://www.elgaronline.com/page/70/journals-  ბაზაში განთავსებულია წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო და სოციალური მმართველობის, მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვ. კვლევათა განვითარების შესახებ. ჟურნალები ეკონომიკისა და ეკონომიკური მიმართების ინტერვენციის, ლიდერობის ინსტიტუტისა და ჰუმანიზმის შესახებ,  მოიცავს  კემბრიჯის საერთაშორისო სამართლის ჟურნალებს.

IMechE Journals (https://us.sagepub.com/en-us/nam/IMeche) ბაზაში მოცემულია სტატიები მექანიკურ ინჟინერია ში (გამომცემლობა SAGE),  1847 წლიდან დღემდე. ყოველი 18 სახელწოდებიდან 17 შედის Thomson Reuters Journal-ის ცირიტებულ სტატიათა რიცხვში, ყველა ჟურნალი ინდექსირებულია გამომცემლობა SCOPUS-ში

IMF eLibrary (http://www.elibrary.imf.org/?redirect=true) - მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვანი რესურსია ეკონომიკური და ანალიტიკური კვლევების ჩატარების დროს. მასში განთავსებულია საგადასახდო ბალანსის, ეკონომეტრიკული მოდელების, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, პოლიტიკის, ენერგეტიკის, მართვის, ფინანსური ინსტიტუტების შესახებ. აგრეთვე : სავალუტო, უცხოური ინვესტიციები, გლობალიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ვაჭრობა, შრომის ბაზარი, მონეტარული პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო კავშირები, პოლიტიკური ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, გაცვლითი კურსი, რეგიონული ეკონომიკა, სავაჭრო შეთანხმებები და ტარიფები.

New England Journal of Medicine (http://www.nejm.org/) - ბაზაში განთავსებულია სამედიცინო ჟურნალები  ახალი სამედიცინო კვლევების შესახებ გამოქვეყნებული სტატიებით, მიმოხილვებითა და ანგარიშებით.  იგი მოიცავს როგორც ზოგად  მედიცინას, ასევე მის  ქვედარგებს:  კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია / ონკოლოგია, იმუნოლოგია / ალერგოლოგია, ინფექციური დაავადებები, ნეფროლოგია, ნევროლოგია / ნეიროქირურგია, პულმონოლოგია და რევმატოლოგია. ბაზაში განთავსებულია  მულტიმედიური და ინტერაქტიული შინაარსის ერთეულები და ვიდეოები კლინიკური მედიცინის შესახებ.

Royal Society Journals Collection (https://royalsociety.org/journals/ბაზა მოიცავს Royal Society-ის  ციფრულ არქივს 1665 წლიდან. მასში განთავსებულია კვლევები მეცნიერების შემდეგ დარგებში : ბიოლოგიურ მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და საინჟინრო მეცნიერებები, აგრეთვე მათი მომიჯნავე დისციპლინები

SAGE Premier (http://journals.sagepub.com/) - SAGEის ჟურნალების 65% წარმოდგენილია 2010 წლის Thomson Reuters Journal ციტირებად ჟურნალთა ჩამონათვალში (JCR). აქ იხილავთ კვლევებს ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა,  ტექნოლოგიების, ბიზნესისა  და  მედიცის სფეროში.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ “EBSCO პაკეტით“, რომელიც მოიცავს შემდეგ რესურსებს:
Academic Search ELITE მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. ბევრი ამ მასალებიდან არის ტექსტ შიგნით ძიებადი ან ფერადად დასკანირებული.  Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს.  საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განხლება ყოველთვიურად ხდება. 60 000 ვიდეოსგან შემდგარი ვიდეოკოლექცია მრავალფეროვანი შინაარსისაა. მთელს მსოფლიოში, აკადემიური ინსტიტუტები ამ მონაცემთა ბაზას იყენებენ სამეცნიერო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს  საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.

-Business Source ELITE - ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press - ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება. 

MasterFILE ELITE სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგანი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება.

MEDLINE: ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯან-დაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE - ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.

Health Source: Consumer Edition + Health Source: Nursing/Academic გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ა.შ.

Library and Information Center (LISTA) შეიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50 ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და ა.შ.  ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი.  EBSCO-ს სურვილია მუდმივად შემოგთავაზოთ LISTA-ზე წვდომა. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე ჰქოდეთ წვდომა. მაგალითად, იმ საგნის ტერმინებს, რომლებიც ყველაზე მეტად ასახავს სტატიის შინაარსს და იმ პუბლიკაციებს, სადაც ავტორს დაუბეჭდავს თავისი ნაშრომები.

GreenFile სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა.

ERIC (the Education Resource Information Center) გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education დ ა Resources in Education Index.  მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე.

Newspaper Source გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR დ ა სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (ა.შ.შ), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს.

Regional Business News არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News-ს კონტენტს აწვდიან ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და ა.შ.. ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში.