2025 წლის 28 ივნისს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარეს. სტუდენტებმა პროგრამის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით შეარჩიეს, დაამუშავეს მათთვის საინტერესო თემები და წარუდგინეს კურსელებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებს. აღნიშნული აქტივობა გამოცდილების გაზიარებასა და საჯარო გამოსვლის უნარების ჩამოყალებაბაში გვიწობს ხელს-აღნიშნეს გამომსვლელებმა.