Notice: Trying to access array offset on value of type bool in /home/tbeli/public_html/_website/content.php on line 7
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო კონფერენცია

  • საერთაშორისო კონფერენცია

    • 8 ივლისი, 2026

    გაცნობებთ, რომ 2026 წლის 24  სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია − ტბელობა“.

     მისამართი: სხალთის ეპარქია, შუახევის მუნიციპალიტეტი, ხიჭაურის დასახლება.

    კონფერენციის ორგანიზატორი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტი.

    სამეცნიერო კონფერენციის  მიზანია უახლესი კვლევების  წარმოჩენა შემდეგი მიმართულებებით:

    1. ეკლესიის ისტორია, ღვთისმეტყველება;
    2. ისტორია, არქეოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ნუმიზმატიკა, ეთნოლოგია;
    3. ქართული ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ქართველოლოგია, ონომასტიკა, ლექსიკოლოგია, ფოლკლორი;
    4. ხელოვნებათმცოდნეობა;
    5. ჟურნალისტიკა, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, სამართალი ;
    6. ეკონომიკა,მათემატიკა ;
    7. ფილოსოფია,სოციოლოგია ;
    8. აგრარული მეცნიერებები .

     

    კონფერენცია ჩატარდება ადგილზე  დასწრებით. მსურველებმა მოხსენებები შეიძლება წარმოადგინონ ქართულ ან სხვა უცხო ენაზე

    კონფერენციის სამუშაო ენ: ქართული ან სხვა უცხო ენა

    კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გადმოაგზავნონ საკონფერენციო თემები (ქართულ ან  სხვა უცხო ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tbelabuserisdze@gmail.com   

    წარმოდგენილი კონფერენციის თემა უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში; გამოყენებული შრიფტი - Sylfaen. ზომა - 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5; მოცულობა - არაუმეტეს 5 გვერდისა. 

    კონფერენციაში მონაწილე პირების ტრანსპორტირებას და ღამისთევას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.