Notice: Trying to access array offset on value of type bool in /home/tbeli/public_html/_website/content.php on line 7
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

  • მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

    • 26 აგვისტო, 2026

    ()იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

     სამაგისტრო პროგრამებია: 

    1. საქართველოს ისტორია;
    2. ქართული ლიტერატურა;
    3. ქართველური ენათმეცნიერება;
    4. ხელოვნების ისტორია და თეორია;
    5. არქეოლოგია;
    6. ჟურნალისტიკა;
    7. მათემატიკა;
    8. საჯარო მმართველობა;
    9. ბიზნესის ადმინისტრირება;
    10. სატყეო საქმე.

     

    სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 

    1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
    2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი;
    3. ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დიპლომის დანართთან ერთად) ან ცნობა სასწავლებლიდან სწავლის დასრულების შესახებ (ბაკალავრის სასწავლო ბარათთან ერთად);
    4. ორი ფოტო ¾ – ზე;
    5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბიჭებმა).

     სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიიღება 01 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.

     საბუთები მიიღება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გარდა კვირისა.

    სამაგისტრო პროგრამებზე მიღება განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე .

    გასაუბრება ჩატარდება 23 სექტემბერს 13:00 საათზე. გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 26 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 29 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა 30 სექტემბერს, ჩარიცხულთა სიები გამოქვეყნდება 2 ოქტომბერს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ( www.tbeli.ge ) .

    პირველკურსელთათვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაიწყება 3 ოქტომბერს.

    საკონტაქტო პირი: ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65

    ინეზა ფუტკარაძე: 591 408 190   574 088 401

    ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com