ა(ა)იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე დასაკავებლად:
ა) სამართლის მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული.
ბ) საჯარო მმართველობის მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -5 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -3 საშტატო ერთეული.
გ) მათემატიკის მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე- 5 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -3 საშტატო ერთეული.
დ) განათლების მიმართულებით- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე-6 საშტატო ერთეული , ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული,ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -3 საშტატო ერთეული.
ე) ჟურნალისტიკის მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -5 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -2 საშტატო ერთეული.
ვ) ხელოვნების ისტორიის და თეორიის მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 5 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -2 საშტატო ერთეული.
ზ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -5 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -3 საშტატო ერთეული.
თ) საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -8 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -3 საშტატო ერთეული.
ი) ქართული ფილოლოგიის და ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -8 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 5 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -3 საშტატო ერთეული.
კ) მეტყევეობის მიმართულებით - პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -4 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული, პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე -2 საშტატო ერთეული.
განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) განცხადებების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2025 წლის 25 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ყოველდღე -10:00 საათიდან 17:00 საათამდე. კვირა დღის გარდა.
ბ) კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 10 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 20 მარტისა უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: www.tbeli.ge
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (დანართი # 1- ის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
გ) ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენაზე(CV);
დ) სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი განათლების და შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების (სტაჟი)დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) 2 ცალი ფოტოსურათი ¾;
ზ)ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
თ) ბოლო 10 წელის განმავლობაში იმ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი, რომლებშიც მიიღო აპლიკანტმა მონაწილეობა(კონფერენციის დასახელების, ჩატარების ადგილი, თარიღის და წაკითხულის მოხსენების მითითებით).
კონკურსში მონაწილე პირმა წინასწარ უნდა დაადასტუროს წერილობითი სახით (თანხმობის ფორმა ივსება კანცელარიაში),რომ გამარჯვების შემთხვევაში აფილირებული იქნება ა(ა)იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში“ რექტორის მიერ დამტკიცებულ, აკადემიური პერსონალის აფილირების წესის ”შესაბამისად.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კონკურსანტი.