Notice: Trying to access array offset on value of type bool in /home/tbeli/public_html/_website/content.php on line 7
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება დაიწყო

60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება დაიწყო

  • 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება დაიწყო

    • 26 აგვისტო, 2026

    2026- 2027 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება დაიწყო

    რეგისტრაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

    ა) პირადობის მოწმობის ასლი,

    ბ) პედაგოგიური საქმიანობისა და სტაჟის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან (მოქმედი პედაგოგის შემთხვევაში);

    გ) საგამოცდო ბარათი;

    დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებელი გამოცდის ქულა;

    ე) ორი ფოტოსურათი ¾ ;

    ვ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.

    საბუთები მიიღება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

    საბუთების მიღება გაგრძელდება 26 სექტემბრის ჩათვლით.

     მისაღები შიდა გამოცდა წერილობითი- პედაგოგიური ესე ჩატარდება 29 სექტემბერს 12:00 საათზე.

    მასწავლებლებს დარეგისტრირება შეუძლიათ შემდეგი მიმართულებებზე:

    1. ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
    2. მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
    3. ინგლისური ენა (დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხური);
    4. საზოგადოებრივი მეცნიერებები -ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);

    5.საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-ბიოლოგია(საბაზო და საშუალო საფეხური);

    1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);

    7.სპორტი(დაწყებითი,საბაზო და საშუალო საფეხური);

    1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური).

    საკონტაქტო პირი: ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65

    ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90   574 088 401

    ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com