Notice: Trying to access array offset on value of type bool in /home/tbeli/public_html/_website/content.php on line 7
წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი - შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურთან

შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურთან

  • შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურთან

    • 21 ივნისი, 2023

    2023 წლის 10 ივნისს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველმა სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ შოთა დეკანაძისა და  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელის ლევან ბერაძის მიერ  სასწავლო/საჩვენებელი შეხვედრა ჩატარდა უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის. შეხვედრაზე ისაუბრეს უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების აუცილებელობაზე, რისკების მართვასა და შესაბამისი უწყების ადგილზე მოსვლამდე საჭირო ღონისძიებების გატარებაზე. პირველადი დახმარების საჩვენებელი სწავლება ადგილზე ჩატარდა სტუდენტების მონაწილეობით.