Notice: Trying to access array offset on value of type bool in /home/tbeli/public_html/_website/content.php on line 7
წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი - მაგისტრანტთა რეგისტრაცია დაიწყო

მაგისტრანტთა რეგისტრაცია დაიწყო

  • მაგისტრანტთა რეგისტრაცია დაიწყო

    • 4 სექტემბერი, 2023
    ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე.
     
    სამაგისტრო პროგრამებია:
    1. საქართველოს ისტორია;
    2. ქართული ლიტერატურა;
    3. ქართველური ენათმეცნიერება;
    4. ხელოვნებათმცოდნეობა;
    5. აგრარული მეცნიერებანი;
    6. არქეოლოგია;
    7. ჟურნალისტიკა;
    8. მათემატიკა;
    9. საჯარო მმართველობა;
    10. ბიზნესის ადმინისტრირება.
    სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
    1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
    2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი;
    3. ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დიპლომის დანართთან ერთად) ან ცნობა სასწავლებლიდან სწავლის დასრულების შესახებ (ბაკალავრის სასწავლო ბარათთან ერთად);
    4. ორი ფოტო ¾ – ზე;
    5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებმა).
    სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიიღება 4 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
    საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გარდა კვირისა.
    სამაგისტრო პროგრამებზე მიღება განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე .
    გასაუბრება ჩატარდება 23, 25 სექტემბერს 13:00 საათზე. გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 26 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 27 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა 29 სექტემბერს, ჩარიცხულთა სიები გამოქვეყნდება 2 ოქტომბერს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ( www.tbeli.ge ) .
    პირველკურსელთათვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაიწყება 3 ოქტომბერს.
    საკონტაქტო პირი: ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65
    ინეზა ფუტკარაძე: 591 408 190   574 088 401
    ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com