ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო.
აბიტურიენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი;
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
4. დაბადების მოწმობის ასლი;
5. ორი ფოტო ¾ – ზე;
6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებმა).
საბაკალავრო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყება 4 სექტემბრიდან გაგრძელდება 15 სექტემრის ჩათვლით.
საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გარდა კვირისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65
ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90 574 088 401
ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com
ვებ-გვერდი: tbeli.ge