უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

  • უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

    • 2021-02-01 21:23:11

    ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად: ა) აგრარულ მეცნიერებათა მიმართულებით -პროფესორის 5, ასოცირებული პროფესორის  4,  ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. ბ) სამართალმცოდნეობის მიმართულებით - პროფესორის 4, ასოცირებული პროფესორის     4, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. გ) ისტორია, არქეოლოგიის მიმართულებით- პროფესორის 8,ასოცირებული პროფესორის    6, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. დ) ფილოლოგია, ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით -პროფესორის          8, ასოცირებული პროფესორის 8, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. ე) განათლების მიმართულებით -პროფესორის 4, ასოცირებული პროფესორის 4, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. ვ) ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით -პროფესორის 4, ასოცირებული პროფესორის 2, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. ზ) ჟურნალისტიკის მიმართულებით -  პროფესორის 4, ასოცირებული5, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით . თ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - პროფესორის 4 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეული, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. ი) საჯარო მმართველობის მიმართულებით - პროფესორის 6 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის 2, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. კ) ჯანდაცვის მიმართულებით -  პროფესორის 3 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის 2, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთულით. ლ) მათემატიკის მიმართულებით -  პროფესორის 2 საშტატო ერთეული, ასოცირებული პროფესორის 2, ასისტენტ პროფესორის 2 და ასისტენტის 2 საშტატო ერთეულით. განცხადების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: ა) განცხადების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2021 წლის  03 მარტიდან 09 მარტის ჩათვლით ყოველდღე - 10:00-დან 17:00 საათამდე. განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად, PDF ფორმატით, შეიძლება წარმოდგენილი იყოს დისტანციურად – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (tbelabuserisdze@gmail.com). ბ) კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 15 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 24 მარტისა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.tbeli.ge. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება (შედგენილი ,,დანართი №1“-ის შესაბამისად); ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); გ) CV; დ)უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი - დამოწმებული ნოტარიულად; ე)პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) 2 ცალი ფოტოსურათი ¾; ზ) ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია; თ) ბოლო 10 წლის განმავლობაში იმ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი, რომელშიც მიიღო აპლიკანტმა მონაწილეობა (კონფერენციის დასახელების, ჩატარების ადგილისა, თარიღის და წაკითხული მოხსენების სათაურის მითითებით). წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კონკურსანტი. დანართი 1 ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირის გ ა ნ ა ც ხ ა დ ი სახელი, გვარი:  ____________________________ პირადი ნომერი: ___________________________ მისამართი: ________________________________ ტელეფონი: ____________________ ელ. ფოსტა: ______________________________ კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხი: ______________________________ ამჟამად დაკავებული აკადემიური თანამდებობა (სხვა უსდ-ში):______________________ საკონკურსო დარგი/მიმართულება:  ____________________________ საკონკურსო თანამდებობა:  ____________________________ სასწავლო დისციპლინები, რომლებშიც შეგიძლიათ სალექციო კურსის, ან სხვა სახის მეცადინეობისათვის გაძღოლა:___________________________________________________    _______________________________________________________________________________________________________________________________________________________________ ვადასტურებ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ვიქნები  აფილირებული ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის მიერ დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის აფილირების წესის’’ შესაბამისად. განმცხადებლის ხელმოწერა (გარკვევით): ________________________________ თარიღი:  ____/____/ ________ დანართი გვერდი:  ____________________ განცხადების მიმღების ხელმოწერა (გარკვევით): ____________________________

დატოვეთ კომენტარი