სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო

  • სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო

    • 2020-08-26 17:23:40

    ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სამაგისტრო პროგრამები: 1. ისტორია 2. ფილოლოგია 3. ქართველური ენათმეცნიერება 4. ხელოვნებათმცოდნეობა 5. განათლება 6. აგრარული მეცნიერებანი 7. არქეოლოგია 8. ჟურნალისტიკა 9. მათემატიკა 10. საჯარო მმართველობა 11. ბიზნესის ადმინისტრირება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: 1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი 2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენთიფიკაციო ბარათი 3. ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დიპლომის დანრთთან ერთად) ან ცნობა სასწავლებლიდან სწავლის დასრულების შესახებ (ბაკალავრის სასწავლო ბარათთან ერთად) 4. დაბადების მოწმობის ასლი 5. ორი ფოტო ¾ – ზე 6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებმა) სამაგისტრო პროგრამებზე მიღება განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე . სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება იწარმოებს 29 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრება ჩატარდება 26,27 სექტემბერს. გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 28 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე, facebook გვერდზე და კანცელარიასთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე. საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 29,30 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა 01 ოქტომბერს საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა. საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com ვებ-გვერდი: tbeli.ge გოგიტა მშვენიერაძე: 591 05 42 29 ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65 ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90

დატოვეთ კომენტარი