უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

  • უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

    • 2020-08-26 17:19:06

    ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ პირადი ინფორმაციის შემცველი შემდეგი დოკუმენტაცია: 1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი; 2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი; 3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 4. დაბადების მოწმობის ასლი; 5. ორი ფოტო ¾ – ზე; 6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებმა). საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. რეგისტრაცია გაგრძელდება 14 სექტემბრამდე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა. საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com ვებ-გვერდი: tbeli.ge გოგიტა მშვენიერაძე: 591 05 42 29 ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65 ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90

დატოვეთ კომენტარი