უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

  • უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

    • 2020-07-27 11:05:20

    ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამართალმცოდნეობის მიმართულებით შემდეგ აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად: – პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 3 საშტატო ერთეული. – ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 3 საშტატო ერთეული. – ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა - 3 საშტატო ერთეული. – ასისტენტის აკადემიური თანამდებობა - 3 საშტატო ერთეული. 2. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: ა) განცხადებების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2020 წლის 01 სექტემბრიდან 04 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ბ) კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 05 სექტემბერს. გ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 07 სექტემბრისა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.tbeli.ge. დ) სააპელაციო განაცხადი მიიღება 09 სექტემბრის ჩათვლით. 3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე : ა) განცხადება ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); გ) CV; დ) სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი; ე) პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) 2 ცალი ფოტოსურათი ¾; ზ) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია; თ) ბოლო 10 წლის განმავლობაში იმ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი, რომლებშიც მიიღო აპლიკანტმა მონაწილეობა (კონფერენციის დასახელების, ჩატარების ადგილის, თარიღის და წაკითხული მოხსენების მითითებით). 4. კონკურსში მონაწილე პირმა წინასწარ უნდა დაადასტუროს წერილობითი სახით (თანხმობის ფორმა ივსება კანცელარიაში), რომ გამარჯვების შემთხვევაში იქნება აფილირებული ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის მიერ დამტკიცებული ,,აკადემიური პერსონალის აფილირების წესი’’-ის შესაბამისად. 5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კონკურსანტი.

დატოვეთ კომენტარი