უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

  • უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

    • 2020-07-08 12:36:33

    ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 1. საექთნო განათლება; 2. ბუღალტრული აღრიცხვა; 3. ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგი; 4. სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმზრდელი. პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციისათვის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი • დაბადების მოწმობის ასლი • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული • ორი ფოტო სურათი ¾ – ზე; • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (ვაჟებმა) საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 09 ივლისიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა. საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com ვებ-გვერდი: tbeli.ge ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65 ეკატერინე გოცაძე 599 55 79 24 გოგიტა მშვენიერაძე: 591 05 42 29 ინეზა ფუტკარაძე 574 51 57 62

დატოვეთ კომენტარი