უნივერსიტეტში დისტანციური ფორმით სასწავლო პროცესის განხორციელება დაწყებულია .

  • უნივერსიტეტში დისტანციური ფორმით სასწავლო პროცესის განხორციელება დაწყებულია .

    • 2020-04-10 12:06:19

    2020 წლის 31 მარტის № 205 მთავრობის დადგენილების საფუძველზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დისტანციური ფორმით სასწავლო პროცესის განხორციელება დაწყებულია . უნივერსიტეტმა დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აირჩია zoom აპლიკაცია/პლატფორმა. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში დასრულდა სასწავლო პროცესის დისტანციურად განხორციელებისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, მათ შორის სასწავლო გეგმის ( კურიკულუმის) დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების თაობაზე. დისტანციური სწავლა/სწავლება ახალი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში, აქედან გამომდინარე დისტანციური სწავლების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას გარკვეული დრო დასჭირდა, შესაბამისად უნივერსიტეტში დისტანციურ სწავლაზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად, სპეციალობების მიხედვით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები ეტაპობრივად იქნებიან ინფორმირებულნი უნივერსიტეტის მხრიდან. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

დატოვეთ კომენტარი