logo



17
ნოე
2018

    ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

    16 ნოემბერს,  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა  აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ბატონი გია კვაშილავას, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, ისტორიის დოქტორის  ბატონი შალვა გლოველის და ბატონი კახაბერ ჭიღლაძის საჯარო ლექციები  თემაზე :  „ ქართველთა გენეზისი და განსახლების არეალი“.

    სტუმრებს შორის გახლდათ  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა (ზაალ) აბაშიძე  და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პირველი მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

    საჯარო ლექციები ორ დღეს გაგრძელდა.

    პირველ დღეს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს , ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტსა  და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის.

    IMG_2198

    IMG_2141IMG_2207

    კომენტარის დაწერა

    *

    captcha *