ინფორმაცია

ჩვენს შესახებ

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს (შემდგომში „ტბელის უნივერსიტეტი“) თერთმეტწლიანი ისტორია აქვს. იგი დაარსებულია 2008 წელს უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით. „ტბელის“ უნივერსიტეტის რექტორი დაარსების დღიდან გახლავთ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. უნივერსიტეტი მდებარეობს მთიან აჭარაში, შუახევის რაიონის, სოფ. ტაკიძეებში (ხიჭაური). უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა. „ტბელის უნივერსიტეტი“ აერთიანებს 4 ფაკულტეტს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების, აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის, სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის, და უნივერსიტეტთან არსებობს გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 10 (ათი) საბაკალავრო პროგრამას. ესენია: ისტორიის, ფილოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების, ჟურნალისტიკის, აგრარული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის, სამართალმცოდნეობის, მათემატიკის და 11 (თერთმეტ) სამაგისტრო პროგრამას. ესენია: ისტორიის, ფილოლოგიის, ქართველური ენათმეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეობის, განათლების, აგრარული მეცნიერებების, არქეოლოგიის, ჟურნალისტიკის, მათემატიკის, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებს, ასევე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას და 5 (ხუთ) ავტორიზებულ პროფესიულ მოდულურ პროგრამას: ბაგა–ბაღის აღმზრდელი პედაგოგი; პრაქტიკოსი ექთანი, ბუღალტერი; ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (ხუთივე მილევადი რეჟიმი). საავტორიზაციოდ წარმოდგენილია ახალი ჩარჩო–დოკუმენტების მიხედვით მომზადებული პროფესიული მოდულური პროგრამები (ბუღალტრული აღრიცხვა, საექთნო განათლება, „ტბელის უნივერსიტეტში“ პროფესიულ, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სულ 1039 სტუდენტი სწავლობს, სასწავლო და კვლევით პროცესში ჩართულია 69 აკადემიური პირი, მათ შორის 23 მეცნიერ თანამშრომელი და 33 მოწვეული მასწავლებელი. უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი ახორციელებს კვლევებს, უმთავრესად, ქართველოლოგიის მიმართულებით. უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი მონაწილეობას ღებულობს სამეცნიერო კონფერენციებში.

საბაკალავრო პროგრამები

სიახლეები