logo



23
ივლ
2018

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ისტორია
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი ;
  2. დაბადების მოწმობის ასლი ;
  3. 2 ცალი ფოტოსურათი ¾;
  4. მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);
  5. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  7. ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2017 წლის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ)

საბუთების  მიღება იწარმოებს  საქართველოს  საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში  10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით,  ყოველდღე კვირის ჩათვლით  10  სთ – დან  18 სთ – ის ჩათვლით.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს 3 ოქტომბერს ჩაუტარდებათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წერითი გამოცდა „პედაგოგიური ესე“.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com

ვებ-გვერდი:  tbeli.ge

ეკატერინე გელენიძე:  597 67 64 39

გოგიტა მშვენიერაძე: 591 05 42 29

ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90

ეკატერინე გოცაძე : 599 55 79 24

კომენტარის დაწერა

*

captcha *