logo



23
ივლ
2018

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 2018-2019 წლისათვის აცხადებს მიღებას

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
2018-2019 სასწავლო წლისათვის  აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო,
საბაკალავრო  და პროფესიულ პროგრამებზე

 

სამაგისტრო პროგრამები:

  1. ისტორია
  2. ფილოლოგია
  3. ქართველური ენათმეცნიერება
  4. ხელოვნებათმცოდნეობა
  5. განათლება
  6. აგრარული მეცნიერებები
  7. არქეოლოგია
  8. ჟურნალისტიკა
  9. მათემატიკა
  10. საჯარო მმართველობა
  11. ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსები

 

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
  2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენთიფიკაციო ბარათი
  3. ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (დიპლომის დანრთთან ერთად) ან ცნობა სასწავლებლიდან სწავლის დასრულების შესახებ (ბაკალავრის  სასწავლო ბარათთან ერთად)
  4. დაბადების მოწმობის ასლი
  5. ორი ფოტო ¾ – ზე
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებმა)

 

სამაგისტრო პროგრამებზე მიღება განხორციელდება სპეციალობაში გასაუბრების საფუძველზე . სამაგისტრო პროგრამებზე საბუთების მიღება იწარმოებს 21 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრება სპეციალობაში ჩატარდება 18,19,20   სექტემბერს. გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 21 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს21,  22 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხი გაიცემა  25 სექტემბერს.

მაგისტრანტებისთვის სწავლა კვირაში მაქსიმუმ 3 დღე.

 

საბაკალავრო პროგრამები:

  1. ისტორია
  2. ფილოლოგია
  3. ხელოვნებათმცოდნეობა
  4. ჟურნალისტიკა
  5. აგრარული მეცნიერებები
  6. საექთნო საქმე
  7. ბიზნესის ადმინისტრირება
  8. საჯარო მმართველობა
  9. სამართალმცოდნეობა
  10. 10. მათემატიკა

 

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
  2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენთიფიკაციო ბარათი
  3. ატესტატი (დედანი ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული)
  4. დაბადების მოწმობის ასლი
  5. ორი ფოტო ¾ – ზე
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებმა)

 

პროფესიული პროგრამები:

  1. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი
  2. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
  3. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი
  4. პრაქტიკოსი ექთანი
  5. ბუღალტერი

 

პროფესიულ პროგრამებზე  სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
  2. ატესტატის ასლი
  3. დაბადების მოწმობის ასლი
  4. ორი ფოტო ¾ – ზე

საბაკალავრო  და პროფესიულ სტუდენტთა   რეგისტრაცია დაიწყება  25 აგვისტოდან  და გაგრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით.

საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: tbelabuserisdze@gmail.com

ვებ-გვერდი:  tbeli.ge

 

ეკატერინე გელენიძე: 597 67 64 39

გოგიტა მშვენიერაძე: 591 05 42 29

ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90

ეკატერინე გოცაძე : 599 55 79 24

კომენტარის დაწერა

*

captcha *