logo



25
აგვ
2016

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით

ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის”

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ

კონკურსთან დაკავშირებით

 

ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”-ს 2016 წლის 11 ივლისის N01–13/9 ბრძანებით, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში (იხ. გაზეთი „აჭარა“, №79, 2016 წლის 16–18 ივლისი) დოკუმენტაციის მიღების ვადა გაგრძელდეს მიმდინარე წლის 06 სექტემბრის ჩათვლით, საბუთების მიღება უნივერსიტეტის კანცელარიაში – ყოველდღე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

კონკურსის ჩატარება და გადაწვეტილების მიღება განხორციელდება 2016 წლის 07 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით;

კონკურსის საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2016 წლის 12 სექტემბრისა, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.tbeli.ge.

სხვა საკონკურსო პირობები და დოკუმენტაციის ჩამონათვალი უცვლელი რჩება.

 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს საბუთების   მიღებას 2016 წლის  25 აგვისტოდან

 

ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. პირადობის მოწმობის ქსეროასლი
  2. დაბადების მოწმობის ქსეროასლი
  3. საგამოცდო ბარათის ქსეროასლი
  4. ატესტატი – დედანი
  5. 2 (ორი) ფოტო 3/4
  6. ვაჟებმა უნდა წარმოადგინონ სამხედრო აღხიცხვის მოწმობის ქსეროასლი

 

 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. პირადობის მოწმობის ქსეროასლი
  2. დაბადების მოწმობის ქსეროასლი
  3. საგამოცდო ბარათის ქსეროასლი
  4. დიპლომის ქსეროასლი ( ან ცნობა სასწავლებლიდან უმაღლესის დამთავრების შესახებ)
  5. 2 (ორი) ფოტო 3/4
  6. ვაჟებმა უნდა წარმოადგინონ სამხედრო აღხიცხვის მოწმობის ქსეროასლი

 

 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა იწყება 2016 წლის 15 სექტემბერს.

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება გაგრძელდა 2016 წლის 01 ოქტომბრამდე.

 

კომენტარის დაწერა

*

captcha *