logo



რექტორი

1506769_695356223893972_3608087046103118764_n

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

   დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს, ქ. ზესტაფონში. 1967 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1972 წელს დაამთავრა. 1976 წელს დაამთავრა       ასპირანტურა თეორიული კიბერნეტიკის
სპეციალობით. 1976_1983 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში, ქირურგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1987 წელს მუშაობდა
საქართველოს საპატრიარქოს  ბიბლიოთეკაში. 1990 წელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე
ეკურთხა დიაკვნად. 1990 წლის  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე აკურთხეს
მღვდლად და დაადგინეს სხალთის მონასტრის წინამძღვრად.
   1991 ოქტომბერში დააჯილდოვეს გამშვენებული ჯვრით, დეკანოზის წოდებით და გადაიყვანეს ბოდბის ეპარქიაში ხირსის მონასტრის წინამძღვრად. 1994 წლის დასაწყისში გადაიყვანეს მარგვეთის ეპარქიის მღვდელმსახურად. 1994 წლის მაისში დააჯილდოვეს მიტრის ტარების უფლებით. 2004 წელს შეთავსებით გადაიყვანეს ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქიის მღვდელმსახურად. 2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეული იქნა სხალთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. ბერად აღკვეცა მოხდა 22 დეკემბერს. სვეტისცხოველში ეპისკოპოსად კურთხევა შედგა 24 დეკემბერს.   2013 წლის 17 ივნისს ებოძა მთავარეპისკოპოსობა.
კათედრა სხალთაში და ხულოში. რეზიდენცია ხულოში და ხიჭაურში.