logo



პროფესიული პროგრამების კატალოგი

 

 

 

                                                      საქართველოს საპატრიარქოს

                                 წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

 

                                            პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების

                                                                        კატალოგი

 

 

 

                                                                                                ხიჭაური 2017

 

პროგრამის დასახელება:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი

  • პროფესიული კვალიფიკაციის დონე ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მეხუთე
  • მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
  • კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ტურისტულ სააგენტოში, ტურიზმის დეპარტამენტში, ტუროპერატორ კომპანიაში, მუზეუმში, ნაკრძალების/დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიურ ან არქიტექტურულ ძეგლებთან არსებულ საექსკურსიო ბიუროებში, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, თვითდასაქმებით, მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კვალიფიციური გიდი, მისცეს  საჭირო თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ–ჩვევები, რათა შეძლოს კვალიფიკაციის შესაბამისად  დასაქმება.
  • სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
    • უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ ტურისტებისათვის შემუშავებული ტურისტული მარშრუტისა და შესაბამისი პროგრამის განხორციელება;
    • საექსკურსიო მომსახურება მთელი საქართველოს ან/და კონკრეტული რეგიონის მასშტაბით;
    • ტურისტული ჯგუფის მართვა;
    • ტურის საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება;
    • პრობლემური სიტუაციების მართვა;
    • ექსკურსიის მომზადება და ჩატარება.

 

  • პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: პროგრამის მოცულობაა: 156 კრედიტი. ხანგრძლივობა: 28  სასწავლო თვე

 

  • პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება

შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული)სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაშიპროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.

შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.

 

  • პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის ხელმძვანელი:  ნაილე ჩელებაძე

ტელ: 597 87 03 77                    ელ. ფოსტა: nailachelebadze@gmail.com

 

პროგრამის დასახელება:

ბაგა – ბაღის    აღმზრდელი   პედაგოგი

  • პროფესიულიკვალიფიკაციის დონე ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მეხუთე
  • მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
  • კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების ცენტრებში და ა.შ.
  • პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდასდა განვითარებას. ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დასაკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

  • სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება, სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით სააღმზრდელო პროცესის მართვა პოზიტიური გაძღოლის პრინციპების გამოყენებით წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს  შექმნა

 

  • პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: პროგრამის მოცულობაა: 162 კრედიტი. ხანგრძლივობა: 29  სასწავლო თვე.

 

  • პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება

შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული)სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას: ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;    ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.

 

  • პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის ხელმძვანელი:  სამონაზვნე დედა ბარბარე (ციალა მეგრელაძე)

ტელ:   599 30 84 45;

 

პროგრამის დასახელება:

პრაქტიკოსი   ექთანი

 

  • პროფესიული კვალიფიკაციის დონე ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მეხუთე
  • მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
  • კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს:

ა) ყველა სამედიცინო დაწესებულებაში:

  • სტაციონარი
  • ამბულატორია
  • დიაგნოსტიკურიცენტრი
  • პირველადი ჯანდაცვის ობიექტები
  • რეაბილიტაციის ცენტრები
  • ესთეტიკური ცენტრები
  • გადაუდებელი დახმარების ცენტრები
  • სასწრაფო გადაუდებელი ცენტრები

ბ) სხვადასხვა ინსტიტუციაში:

  • ბინაზე მომსახურება/პატრონაჟი
  • პანსიონატები (ბავშვთა, მიუსაფართა, მოხუცთა სახლები)
  • პალიატიური მზრუნველობის ცენტრები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები
  • კვების ობიექტები

  გ) ჯანდაცვის ორგანიზაციაში

  • ჯანდაცვის სამინისტრო
  • პროგრამის მიზანი: მისცეს სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული  ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები, რის საფუძველზეც წარმატებით შეასრულებს  პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს, საექთნო საქმის ძირითადი  ღირებულებების, ეთიკური და  სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით.
  • სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
  • საექთნო პროცესის მართვა
  • კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ჯანდაცვის გუნდთან
  • ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღომისძიებების დაცვა
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
  • პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა
  • პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: პროგრამის მოცულობაა: 179 კრედიტი. ხანგრძლივობა: 32 სასწავლო თვე
  • პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება
  1. შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
  2. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
  3. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

  1. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.
  2. შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.
  • პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის ხელმძვანელი:   რუსლან ბოლქვაძე

ტელ: 577 14 10 18                    ელ. ფოსტა: R.bolqavadze@mail.ru

 

 

 

 

 

პროგრამის დასახელება:

ბუღალტერი

 

  • პროფესიულიკვალიფიკაციის დონე ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მეხუთე
  • მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: ბუღალტრიმეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
  • კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს: კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში. შესაძლებელია თვითდასაქმებაც კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.
  • პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს შესთავაზოს კვალიფიციური ბუღალტერი, რომელიც შეძლებს მონაწილეობა მიიღოს სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზში, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; იგი განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს, შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს, უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსური ანგარიშგების, პირველადი სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის შედგენას  გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.
  • სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება
  • სამუშაო ფორმების (სააღრიცხვოდოკუმენტები) შევსება და არგუმენტირება
  • დეკლარაციების შევსება და გაგზავნა
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება
  • პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: პროგრამის მოცულობაა: 159 კრედიტი. ხანგრძლივობა: 29 სასწავლო თვე
  • პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება
  1. შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
  2. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
  3. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

  1. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.
  2. შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.
  • პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის ხელმძვანელი:    სონია ჩეჩელაშვილი

ტელ:  593 12 95 57               ელ. ფოსტა: S.Chechelashvili @gmail.com

 

.

პროგრამის დასახელება:

ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

 

  • პროფესიულიკვალიფიკაციის დონე ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მესამე
  • მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარადაჭერის სპეციალისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება
  • კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდესნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტექნოლოგიების გა ნყოფილებებში, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად, წამყვან ან მთავარ სპეციალისტად, შეუძლია იყოს შესაბამის სფეროში სერვის ცენტრის ხელმძღვანელი. შეუძლია გააგრძელოს სწავლა კომპიუტრეული ქსელის ადმინისტრატორის  პროგრამაზე.

  • პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

 

  • სწავლის შედეგები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
  • კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა,
  • კომპიუტერის აწყობა, მოდერნიზაცია, დიაგნოსტიკა და გამართვა,
  • ოპერაციული სისტემის, სამომხმარებლო, დამხმარე და უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, გამართვა და განახლება,
  • პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა,
  • შიდა ქსელის გამართვა.

 

  1. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: პროგრამის მოცულობაა: 94 კრედიტი. ხანგრძლივობა: 17  სასწავლო თვე
  2. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება
  3. შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
  4. განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
  5. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

  1. განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება პროგრამის დასრულებამდე.
  2. შეფასების მიმართულებები და შეფასების ინსტრუმენტების ალერნატიული ჩამონათვალი მოცემულია შესაბამის მოდულში.

 

  1. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროგრამის ხელმძვანელი:  ივერი მუკუტაძე

ტელ:  (+995 99) 577 28 08 64

ელ. ფოსტა:  iveri79@gmail.com