logo



29
ოქტ
2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ზურაბ პატარაძის სტუმრობა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე

ხიჭაურის უნივერსიტეტს 850 კურსდამთავრებული ჰყავს. მათი გადაწყვეტილებით, ყოველი ოქტომბრის დასასრულს, უნივერსიტეტის წიაღში მსგავსი ტრადიციული ღონისძიება გაიმართება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მეუღლესთან ერთად ეწვია. ზურაბ პატარაძის თქმით, ხიჭაურის უნივერსიტეტი რეგიონისა და ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს.

14639780_308683692851466_8991791043842533383_n

” ეს არის არა მხოლოდ განათლების, არამედ სულიერების, განვითარების და კულტურის კერა ჩვენს მაღალმთიან აჭარაში.სომბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაში, აქ, საიდანაც დაიწყო ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანება, დღეს მსგავსი საგანმანათლებლო კერა ფუნქციონირებს.

ეს არის სასწავლებელი, რომელშიც არა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები და პედაგოგები, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუდენტები და ლექტორები ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას. ხიჭაურის უნივერსიტეტმა ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტის, მთიანი აჭარის ამ ულამაზესი ადგილის განვითარებას, რისთვისაც უდიდესი მადლიერება უნდა გმოვხატოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ, რომლის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სულიერების ეს უმშვენიერესი კერა ჩვენს აჭარაში” – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ლექტორ-მასწავლებლებს რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

14915132_308682706184898_6022253343901219108_n

დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ასევე მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა მომავალი თაობისათვის განათლებისა და კულტურის მნიშვნელობას, იმ უდიდეს ღვაწლს, რომელსაც უნივერისტეტი ახალგაზრდების სწორი მიმართულებით აღზრდითა და განვითარებით ახორციელებს.

14601055_308678499518652_3269187689086522970_n

კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი,სხალთის მთავარეპირსკოპოსი მეუფე სპირიდონი, ასევე ხულოსა და შუახევის გამგებლები, უნივერსიტეტში მოღვაწე ლექტორები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

აღსანიშნავია,რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ხიჭაურში 2008 წელს დაარსდა საქართველოს პატრიარქის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით.
უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლეს-საგანმანათლებლო 22 პროგრამასა და პროფესიული განათლების 5 პროგრამას, როგორც ამ დროისთვის უნივერსიტეტში სწავლობს 650 სტუდენტი.

კომენტარის დაწერა

*

captcha *