logo



26
სექ
2016

აკადემია და უნივერსიტეტი _ საჯარო ლექცია

23 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ აკადემიკოსებთან ერთად საჯარო ლექცია წაიკითხა. საქართველოს ეროვნული მეცნიერების აკოდემიკოსმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თინათინ სადუნიშვილმა ისაუბრა ბიოქიმიურ შენარევებზე, ბაქტერიებსა და გენური საკვების გავრცელების საშიშროებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტები და წმიდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. აკადემიკოსებმა საჯარო ლექცია ბიოტექნოლოგიურ, ისტორიულ, დემოგრაფიულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე წაუკითხეს. უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ტრადიცულად ყოველ წელს იმართება და სამომავლოდაც გაგრძელდება. „უნივერსიტეტი და აკადემია _ცოდნის საწინდარი“ ასე შეფასდა შემეცნებითი საღამო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტში.

IMG_2479

IMG_2478IMG_2502IMG_2483

IMG_2484

კომენტარის დაწერა

*

captcha *