logo



10
ოქტ
2016

ა(ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი” აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან ის პირები რომელთაც ჩაბარებული აქვთ  საგნის გამოცდა.

აღნიშნული პროგრამის გავლით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული მასწავლებლები მოიპოვებენ შესაბამის კრედიტქულას.

აპლიკანტთა რეგისტრაცია განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, 10–დან 17 საათამდე;

აპლიკანტმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი, დედანთან ერთად;

ბ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) – ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის 2016 წლის  კურსდამთავრებულებისათვის – უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ), ან საგამოცდო ბარათი, სადაც მითითებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული კოდი;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირებისთვის);

კომენტარის დაწერა

*

captcha *