logo



11
ივლ
2016

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად


ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის”, ა(ა)იპ წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წესდებისა და დებულების შესაბამისად:

 

ცხადდება ა(ა)იპ ,,წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში” ღია კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლიდან  4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად;

  1. აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე-მათემატიკის მიმართულებით, მათ შორის: 3 (სამი) პროფესორის, 3 (სამი) ასოცირებული პროფესორის და 3 (სამი) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.
  2. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) განცხადებების მიღება იწარმოებს შესაბამისი უნივერსიტეტის კანცელარიაში, გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2016 წლის 11 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ყოველ დღე, 10:00-დან 17:00 საათამდე.

გ) კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 15 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2016 წლის 25 აგვისტოსი  უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www tbeli.ge.

საკონკურსო პირობები

ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული კადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);

ე) იმ საკონკურსო საგნების ჩამონათვალი, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

 

 

კომენტარის დაწერა

*

captcha *