logo



22
მარ
2018

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აცხადებს კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე

ა(ა)იპ  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აცხადებს კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

  • პროფესორის აკადემიური თანამდებობა – 3 საშტატო ერთეული.
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა – 3 საშტატო ერთეული.
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობა – 3 საშტატო ერთეული.

განცხადებების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2018 წლის 27  აპრილიდან 03 მაისის ჩათვლით ყოველდღე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით – 10:00-დან 17:00 საათამდე.

განცხადებების განხილვა განხორციელდება და კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 04  მაისიდან    07  მაისის ჩათვლით. კონკურსის  შედეგები  გამოქვეყნდება  არაუგვიანეს  2018  წლის  10  მაისისა. უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.tbeli.ge.

სააპელაციო განაცხადი მიიღება 11  მაისიდან 14  მაისის ჩათვლით;

კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება არა უგვიანეს  18  მაისისა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (შედგენილი დანართი 1-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

გ) ავტობიოგრაფიული მონაცემები – CV;

დ) უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი – დამოწმებული ნოტარიულად;

ე) პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) 2 ცალი ფოტოსურათი ¾;

ზ) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

თ) ბოლო 10 წლის განმავლობაში იმ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი, რომელშიც მიიღო აპლიკანტმა მონაწილეობა (კონფერენციის დასახელების, ჩატარების ადგილისა, თარიღის და წაკითხული მოხსენების მითითებით).

წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კონკურსანტი. არასწორი ან ყალბი დოკუმენტაციის/ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში პირი მოიხსნება კონკურსიდან, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში აფილირება უნდა  მოახდინოს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან.

გისურვებთ წარმატებებს !

კომენტარის დაწერა

*

captcha *