logo



23
სექ
2017

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან   საგანმანათლებლო პროგრამაზე,  შემდეგი  მიმართულებებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ისტორია
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი ;
  2. დაბადების მოწმობის ასლი ;
  3. 2 ცალი ფოტოსურათი ¾;
  4. მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);
  5. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  7. ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2017 წლის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ)

საბუთების  მიღება იწარმოებს  საქართველოს  საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში  25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით,  ყოველდღე კვირის ჩათვლით  10  სთ – დან  18 სთ – ის ჩათვლით.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს 3 ოქტომბერს ჩაუტარდებათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წერითი გამოცდა „პედაგოგიური ესე“.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და დღეში სამჯერადი კვება უფასოა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა:     tbelabuserisdze@gmail.com

gogitamshvenieradze@gmail.com

ვებ-გვერდი:    tbeli.ge

გოგიტა მშვენიერაძე: 591 05 42 29

ეკატერინე გელენიძე: 595 17 14 65

ინეზა ფუტკარაძე: 591 40 81 90

ჯუნა ბოლქვაძე: 591 71 55 71

კომენტარის დაწერა

*

captcha *