logo



01
ნოე
2016

ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი” აცხადებს კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე

ა) აგრარულ მეცნიერებათა მიმართულებით –  პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 8 საშტატო ერთეულით.

ბ) სამართალმცოდნეობის მიმართულებით –  პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 8 საშტატო ერთეულით.

გ) ისტორია, საქართველოს ისტორია და არქეოლოგია – პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 12 საშტატო ერთეული.

დ) ქართული ფილოლოგია, ქართული ლიტერატურის ისტორია,  ქართველური ენათმეცნიერება –  პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 12 საშტატო ერთეული.

ე) განათლების მიმართულებით –  პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 12 საშტატო ერთეული.

ვ) ხელოვნებათმცოდნეობა, ხელოვნების ისტორია და თეორია, არქიტექტურისა და ვიზუალური ხელოვნების ისტორია და თეორია –  პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 12 საშტატო ერთეული.

ზ) ჟურნალისტიკა –  პროფესორის 4 და ასოცირებული პროფესორის 4 საშტატო ერთეული.

თ) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, ტურიზმი) – პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 12 საშტატო ერთეული.

ი) საჯარო მმართველობა – პროფესორის 6 და ასოცირებული პროფესორის 12 საშტატო ერთეული.

კ) ჯანდაცვა, საექთნო საქმე – პროფესორის 3 და ასოცირებული პროფესორის 4 საშტატო ერთეული.

 

განცხადებების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში  2016 წლის 12 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით ყოველ დღე – 10:00-დან 17:00 საათამდე.

კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 19 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2016 წლის 23 დეკემბრისა  უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.tbeli.ge.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (ივსება ადგილზე დანართი 1-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

გ) CV;

დ) უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი – დამოწმებული ნოტარიულად;

ე) პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების (სტაჟის) დამასტურებელი დოკუმენტი;

ვ) 2 ცალი ფოტოსურათი ¾;

ზ) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

თ) ბოლო 10 წლის განმავლობაში იმ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი, რომელშიც მიიღო აპლიკანტმა მონაწილეობა (კონფერენციის დასახელების, ჩატარების ადგილისა, თარიღის და წაკითხული მოხსენების მითითებით).

წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კონკურსანტი.

გისურვებთ წარმატებებს !

კომენტარის დაწერა

*

captcha *