logo



31
ოქტ
2018

ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი” აცხადებს კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე

ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი” აცხადებს კონკურსს შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

 ა) აგრარულ მეცნიერებათა მიმართულებით – ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეული.

ბ) სამართალმცოდნეობის მიმართულებით –  პროფესორის  3 და ასისტენტის 5 საშტატო ერთეული.

გ) საჯარო მმართველობის მიმართულებით – პროფესორის 2  საშტატო ერთეული.

დ) მათემატიკის მიმართულებით – პროფესორის 3   და ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეული.

ე) განათლების მიმართულებით –  პროფესორის 2 და ასოცირებული პროფესორის 2 საშტატო ერთეული.

ვ) ჟურნალისტიკის მიმართულებით  –  ასისტენტის 3 საშტატო ერთეული.

ზ) ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით – ასისტენტის 2  საშტატო ერთეული.

თ) ჯანდაცვა, საექთნო საქმის მიმართულებით  – პროფესორის 2 საშტატო ერთეული.

 განცხადებების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში  2018 წლის 3 დეკემბრიდან  7  დეკემბრის ჩათვლით ყოველდღე – 10:00-დან 17:00 საათამდე.

 კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 10 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბრისა  უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.tbeli.ge.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (ივსება ადგილზე დანართი 1-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

გ) CV;

დ) უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი – დამოწმებული ნოტარიულად;

ე) პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების (სტაჟის) დამასტურებელი დოკუმენტი;

ვ) 2 ცალი ფოტოსურათი ¾;

ზ) ბოლო 10 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

თ) ბოლო 10 წლის განმავლობაში იმ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი, რომელშიც მიიღო აპლიკანტმა მონაწილეობა (კონფერენციის დასახელების, ჩატარების ადგილისა, თარიღის და წაკითხული მოხსენების მითითებით).

 კონკურსში მონაწილე პირმა წინასწარ უნდა დაადასტუროს წერილობითი სახით   (თანხმობის ფორმა ივსება კანცელარიაში), რომ გამარჯვების შემთხვევაში იქნება აფილირებული ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის მიერ დამტკიცებული „ აკადემიური პერსონალის აფილირების წესი“ – ის შესაბამისად.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია კონკურსანტი.

დამატებითი ინფორმაცია:
  1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით განსაზღვრული ვადით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
  2. ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
  4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !

კომენტარის დაწერა

*

captcha *